მიკრომწვანილი (microgreens), თანამედროვე სამზარეულოს ახალი, მაგრამ უკვე საკმაოდ მოდური ელემენტია. ჯანსაღი კვება დიდიხანია გასცდა დიეტის ფარგლებს და ზოგადად კულინარიის შემადგენელი ნაწილი გახდა.
მიკრომწვალი-სუფთა, გემრიელი და ჯანსაღი საკვებია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა მაღალი კლასის რესტორნებში. მთავარი კი ის არის, რომ ზომების და აღმოცენების დროის სიმცირის გამო, მიკრომწვანილის მოყვანა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ბინაში!
იკვებეთ ჯამრთელად-გამოზარდეთ საკუთარი საკვები თვითონ!
მიკრომწვანილი მცირე ზომის მცენარეა, რომელმაც მხოლოდ რამოდენიმე ფოთლის დონეს მიაღწია. მცენარეში, რომელიც აღმოცენების ამ ეტაპზე იმყოფება 4-40 ჯერ მეტია, სასარგებლო საკვები ნივთიერებები, ვიდრე ზრდასრულ მწვანილში. იგი ჯერ კიდევ სავსეა იმ დიდი ენერგიით, რომელიც მცენარის სრული ზრდისთვისაა გათვალისწინებული!
ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები მიკრომწვანილში გაცილებით მეტია ვიდრე ზრდასრულ მცენარეში. ამასთან ამ ეტაპის მცენარის მიკრო და მაკროელემენტებს, ადამიანის ორგანიზმი უფრო სრულფასოვნად ითვისებს.
მიკრომწვანილი უაღრესად ჯანსაღი პროდუქტია.
მიკრომწვანილის მოყვანა სახლის პირობებში
დავალბოთ კულტურის თესლი თბილ წყალში-საურველია მინის ჭურჭულში (დალბობის დრო ცალკეული კულტურებისთვის საშუალოდ 2-12 საათი). გადააფარეთ მარლა და დადეთ თბილ ადგილას. გაავლეთ ხოლმე 1-2 ჯერ, დაელოდეთ მანამ არ გამოჩნდება პატარა ღივი;
 აავსეთ ქოთანი, ყუთი, კონტეინერი 3-4 სმ. ნიადაგით (მიწით);
გაანაწილეთ სათესლე მასალა ნიადაგის ზედაპირზე, ოდნავ დატკეპნეთ (სასურველია, თუ მცირე ზომის მარცვლებს ერთმანეთისგან განაცალკევებთ);
მორწყეთ (დანამეთ) დასანამი ტიპის-სარწყავით;
გადააფარეთ მარლა და დადგით თბილ და ბნელ ადგილას, რამდენიმე დღით (მაქსიმუმ 5). შეამოწმეთ ყოველდღიურად, საჭიროების შემთხვევაში დანამეთ;
ასე 3-5 დღეში გამოჩნდება ღერო და მცენარეები მზად არიან მზის სინათლისთვის, შეგიძლიათ დადგათ ფანჯრის რაფაზე ან სხვა თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე, რაც უფრო მეტია სინათლე-მით უკეთესია (მზესუმზირას, ცოტა მეტი დრო სჭირდება სიბნელეში);
მოსავალი ასაღებად მზად არის საშუალოდ 10-12 დღეში (ზოგჯერ მეტში).
ამგვარად შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში გამოზარდოთ მრავალი კულტურა: ქერი, წიწმატი, ბროკოლი, წიწიბურა, ტარხუნა, ხორბალი, ბოლოკი, მზესუმზირა, ლობიო, მუხუდო, მდოგვი და ა.შ. სათესლე მასალა უნდა იყოს ბიოლოგიურად სუფთა!
მიღებული საკვები ეკოლოგიურად სუფთა, სასარგებლო და სრულიად უვნებელია!
წყარო: http://agrokavkaz.ge/fermerta-skola/mikromtsvanili-mikromtsvanilis-moqhvana-sakhlshi.html

Комментариев нет:

Отправить комментарий