მზესუმზირას მიკრომწვანილი

სასარგებლო და გემრიელი მზესუმზირას მიკრომწვანილი!
მზესუმზირის მარცვლების კნატუნი უამრავი ადამიანისთვის თავშესაქცევი საქმიანობაა თუმცაააა..... ამ ჯადოსნურ მარცვლებს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვთ.
მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. იგი შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას...
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირას თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელიც აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში! მზესუმაირა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსაც, მათ შორის აღსანიშნავია A და E ვიტამინი.
ამასთანავე, მზესუმზირა არაჩვეულებრივი, ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.
აღსანიშნავია, რომ ძუძუთი კვების დროს მზესუმზირის მიღება ზრდის როგორც რძის რაოდენობას, ასევე მის ცხიმიანობას. თუმცა სიფრთხილეც საჭიროა: ჩვილებში შესაძლებელია ალერგიული გამოვლინებებიც. რაც მიკრომწვანილის შემთხვევაში არ არსებოოოობს!!!!!
დადებითი თვისებების გარდა, ბევრია უარყოფითიც საკნატუნო მზესუმზირას შემთხვევაში:
1. ყველა ის სასარგებლო ნივთიერება და მჟავა, რაც ასე ძვირფასს ხდის ამ პროდუქტს, მოიპოვება არა მოხალულ მარცვლებში, არამედ ნედლში. თერმული დამუშავებისას ცხომოვანი მჟავები და ვიტამინები იშლება და სარგებლის ნაცვლად შესაძლოა მავნებლობაც გამოიწვიოს.
2. გაურეცხავი მზესუმზირა უამრავი პარაზიტის და ჭუჭყის მატარებელია.
3. მარცვლების ჩენჩო კბილის ემალს აზიანებს და ნაწლავებსაც აბინძურებს, ამიტომ სასურველია ხელით გაირჩეს ან უკვე გარჩეული შეიძინოთ და შემდეგ გარეცხოთ (თუ შეუფუთავია).
4. მზესუმზირა, განსაკუთრებით ისრუტავს ყველაფერს, რაც მის გარშემოა. ამიტომ აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება მის ეკოლოგიურ სისუფთავეს.
.........და ამ დროს, გვაქვს თანამედროვე უნიკალური მიდგომა:
მზესუმზირას მიკრომწვანილის შემთხვევაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი თვისება 50-100 ჯერ ძლიერ არის გამოხატული, ყველა უარყოფითი მხარე კი - ანულირებული!!!!!! :
1. მზესუმზირას მიკრომწვანილი ნედლი, მოუხალავი თესლიდან მიიღება
2. თესლი ირეცხება და შრება.
3. მზესუმზირას ჩენჩოს არ ვეხებით და გვაქვს ცინცხალი მწვანილი.
4. მზესუმზირას მიკრომწვანილი მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას მიკრო-მცენარე (მიკრომწვანილი) ------ 10 დღეში ?
1. მოუხალავი მზესუმზირა კარგად გავრეცხოთ
2. ჩავალბოთ წყალში ერთი ღამის მანძილზე
3. დილით წყალი გადავუწუროთ, გავავლოთ გამდინარე წყალი
4. მზესუმზირას მარცვლები მოვათავსოთ ბადეზე გასაღივებლად და სუფთა ტილო გადავაფაროთ
5. დღეში 2-3 - ჯერ წყალი გავავლოთ (ბადეზევე)
6. 2 დღეში მზესუმზირას მარცვლები პაწაწუნა ღივებით გაგიღიმებენ
7. ამ ეტაპზე ხდება მათი დათესვა წინასწარ გამზადებულ ყუთებში (გაცრილ ნიადაგში)
8 დათესვა ხდება მსუბუქად, მიმოვაპნიოთ ნიადაგზე გაღივებული მარცვლები.
9. ყუთს გადავაფაროთ ნებსმიერი სქელი საგანი, რათა მარცვლები აღმოჩნდენე სიბნელეში. (ვუქმნით მიწაში ყოფნის იმიტაციას)
10. ნიადაგი უნდა იყოს ზომიერად ნესტიანი, ანუ ვრწყავთ ზომიერად დღეში ერთხელ
11. როგორც კი 2-3 სმ - ის დონეზე წამოიზრდებიან, ავხსნით თავსაფარს და ყუთს მზეზე დავდგამთ, სანამ 2 ფოთლის დონეზე არ გაიზრდება მიკრომწვანილი.
ამინომჟავებითა და მიკროელემენტებით აღსავსე...ბიოენერგიით უმდიდრესი!
ჯანმრთელობას გისურვებთ, მეგობრებო! 


ვებრძოლოთ დიაბეტს ღივების საშუალებით!
200-ზე მეტი დიაბეტური ასოციაცია 160 ქვეყნიდან მუშაობს დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, აწყობს შეხვედრებს და ლექცია-სემინარებს, კონფერენციებს ჯანსაღი კვების აუცილებლობის მიმართულებით, აწყობს სპორტულ ღონისძიებებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს.
ამერიკელი მოზარდების თითქმის 10% დიაბეტით არის დაავადებული, 86 მილიონი ადამიანი კი დიაბეტის რისკის ქვეშ იმყოფება. დიაბეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. დიაბეტის განვითარების ზრდის ტენდენცია შეინიშნება ასევე განვითარებად ქვეყნებში. დიაბეტი გახდა გლობალური პრობლემა.
დიაბეტის თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოვრების წესისა და დიეტური ცვლილებებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარჯიში და დიეტა, ჯანსაღი საკვები და ნაკლები რაოდენობით ნახშირწყლებისა და სახამებლის მიღება მკვეთრად ამცირებს დიაბეტის გავრცელების რისკს.
ამერიკის დიაბეტის ასოციაცია გვირჩევს ღივებით გამდიდრებულ საკვებს. როგორც ჯანსაღი კვების ნაწილი, ღივები დაგეხმარებათ გააკონტროლოთ დიაბეტი.
ღივებს გააჩნიათ განსაკუთრებული ანტიდიაბეტური თვისებები, რასაც მსოფლიოს მასშტაბით ბევრი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий